მთიან ყარაბაღში კვლავ დაძაბული ვითარებაა

04 აპრილი 2016, 00:00 61024 ნახვა

გაეროს მონაცემებით ყარაბაღში ორდღიანი კონფლიქტის შედეგად 30 სამხედრო და 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაშავებულთა რიცხვმა შესაძლოა 200-ს გადააჭარბოს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებები აგდერის, მარტუნისა და გადრუტის დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობდა. გაეროს ცნობით, მხარეებმა საერთაშორისო დახმარებაზე უარი თქვეს. მხარეები კონფლიქტის პროვოცირებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოფიციალურ ბაქოში ამბობენ, რომ სომეხმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელების პოზიციებზე იერში 121-ჯერ მიიტანეს, თუმცა ინფორმაციას ერევანი არ ადასტურებს. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში სროლა განაახლა. მთიანი რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერის ცნობით, თავდასხმისას მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. 

ამავე კატეგორიაში