ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას როუმინგის გადასახადი გაუქმოს 

12 სექტემბერი 2017, 00:00 1939 ნახვა

ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის როუმინგის გადასახადის გაუქმების შესახებ მსჯელობენ. ეს საკითხი ნოემბერში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლების" ბრიუსელში მყოფი ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.  

ევროკავშირის ქვეყნებში როუმინგის გადასახადი 15 ივნისს გაუქმდა. მოქალაქეებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოში მოგზაურობისას სატელეფონო საუბრებში დამატებითი საფასურის გადახდა აღარ უწევთ

ამავე კატეგორიაში