ღოღობერიძე - ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

12 სექტემბერი 2017, 00:00 1793 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. დღეს   ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაიკითხნონ. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის პაატა შავაძის თქმით, ორივე ბრალდებულის ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 - ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

ამავე კატეგორიაში