ირაკლი ჩხვირკიას სახაზინო ადვოკატი დაიცავს

12 სექტემბერი 2017, 00:00 2811 ნახვა

11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას უფლებებს სასამართლოში  სახაზინო ადვოკატი დაიცავს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, ადვოკატის  მიმართვის საფუძველზე მიიღო. თავად ბრალდებულმა სახაზინო ადვოკატის დანიშვნა გააპროტესტა. აღსანიშნავია, რომ ჩხვირკიას კიდევ ორი ადვოკატი ჰყავს. თუკი მომდევნო სხდომებზე არც ისინი გამოცხადდებიან, მაშინ მას  სახაზინო ადვოკატი დაიცავს. 

დღევანდელ სხდომაზე კიდევ  ერთხელ დააყენეს შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. მოსამართლე დავით მამისეიშვილი შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების სარეზულაციო ნაწილს ხვალ გამოაცხადებს. მერაბ ღოღობერიძე  და ირაკლი ჩხვირკია აღმკვეთის ღონისძიების პატიმრობის ნაკლებად მძიმე ფორმით შეცვლას ითხოვენ.  ბრალდებულების თქმით, არ არსებობს იმის საშიშროება, რომ გამოძიებას ხელს შეუშლიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში