უკრაინის პოლიცია კიევის ყოფილ მერს ეძებს

12 სექტემბერი 2017, 00:00 2527 ნახვა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლეონიდ ჩერნოვეცკიზე ძებნა გამოაცხადა. კიევის ყოფილი მერის დაკავების ნებართვა უკრაინის სასამართლომ 26 ივლისს გასცა.  პროკურატურის ცნობით, კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის ჯერ კიდევ 14 ივლისს შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ჩერნოვეცკის გამოძიება არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი ამბობს, რომ მისი ეჭვმიტანილად გამოცხადება გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შურისძიებაა. კიევის ყოფილი მერი,  საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისას, ქობულეთში, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.  მოგვიანებით პოლიტიკური საქმიანობა შეაჩერა. კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს ხშირად აფინანსებდა. მათ არის „ქობულეთობა“,  რომელიც 2017 წლის 30 ივნისს გაიმართა.

ამავე კატეგორიაში