სოფელ რაქვთაში ხანძარი ლიკვიდირებულია

14 სექტემბერი 2017, 00:00 2759 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთაში ხანძარი იყო. ცეცხლი ბუჩქებსა და ბალახს გაუჩნდა. დაიწვა 500 კვადრატული მეტრი ფართობი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის კერის ლოკალიზება მოახერხეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იმისათვის რომ ცეცხლი ხეებზე არ გავრცელებულიყო შემთხვევის ადგილზე 20 კაციანი ჯგუფი მუშაობდა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთაში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა.

ამავე კატეგორიაში