ხელვაჩაურში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

14 სექტემბერი 2017, 00:00 3757 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მერობისთვის ჯუმბერ ვარდმანიძე იბრძოლებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. თერთმეტწევრიან სიაში მხოლოდ ერთი ქალია.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: მახინჯაური - თამაზ ბერიძე. აჭარისწყალი - ვახტანგ დიასამიძე, ახალშენი - მინდია დიასამიძე, ახალსოფელი - ჯამბულ თავართქილაძე, თხილნარი - მინდია დიდმანიძე, მარადიდი-კირნათი - ლეილა კახაბერიძე, მაჭახელა - მალხაზ სალვარიძეორთაბათუმი - ბადრი ცინცქილაძე, სარფი - აბდულ კახიძე, ფერია - ჯემალ მუსხაჯბაშარაბიძეები - დავით სამნიძე.

ამავე კატეგორიაში