დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

14 სექტემბერი 2017, 00:00 2447 ნახვა

• რას გეგმავენ ბათუმის მერობის კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში? რომელი სუბიექტების წარმომადგენლებს აქვთ ჩამოყალიბებული პროგრამა და ვინ მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ არ სჭირდება? – თეონა ხარაბაძე მოგვიყვება საარჩევნო მარათონში ჩართული ბათუმის მერობის მსურველი ადამიანების მიზნების და ხედვების შესახებ. 

• რამდენიმედღიანი რიგი ავტომობილის მძღოლებისთვის და რამდენიმესაათიანი ქვეითებისთვის – სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კვლავ შეფერხებაა. გამომწვევი მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. თურქული მხარე აცხადებს, რომ თურქეთის რესპუბლიკა საკითხის სწრაფად გადაჭრისთვის ყველაფერს აკეთებს. 

• „Miss & Mister Planet“-ა - ბათუმში მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული სილამაზის კონკურსი მიმდინარეობს. წელს ქალაქის ბიუჯეტიდან მსგავს ღონისძიებებში მერიამ ჯამში 91 ათასი ლარი დახარჯა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ამის გარდა 50 ათასი ლარით დაფინანსებას “მის საქართველოს.” რატომ იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის თანადაფინანსება და ვინ მონაწილეობს ღონისძიებაში? თამუნა გაზდელიანი თემის დეტალებით. 

• საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო წინასაარჩევნო პერიოდის აქტიურად გაშუქებას დღეიდან იწყებს. “ახალი სივრცე” სრულად დაეთმობა არჩევნების გაშუქებას, საარჩევნო პერიოდში ფორმატს შეიცვლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუ “ფაქტორი” – ვრცლად მაუწყებლის გეგმების შესახებ ცოტა ხანში მოგიყვებით. 

ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში