სოფლის მეურნეობის მინისტრად ავთანდილ მესხიძე დაინიშნა

15 სექტემბერი 2017, 00:00 9842 ნახვა

სოფლის მეურნეობის მინისტრად ავთანდილ მესხიძე დაინიშნა. ის 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე  აღნიშნულ  უწყებაში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. დანიშვნის ბრძანებას ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მოაწერა.

ავთანდილ მესხიძე ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელია.

თანამდებობა ვაკანტური სოფლის მეურნეობის მინისტრის ლაშა კომახიძის გადადგომის შემდეგ გახდა. ის "ქართული ოცნების"  ბათუმის მერობის კანდიდატია. 

ამავე კატეგორიაში