საქართველოს პროკურატურის პასუხი

16 სექტემბერი 2017, 00:00 2123 ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურატურა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაცია ეხმაურება, იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურატურამ არ გასცა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ კანონით აქვთ უფლება ჰქონდეთ წვდომა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ინფორმაციაზე, არის შეგნებულად ან შეუგნებლად საქართველოს კანონმდებლობის არცოდნის გამოვლინება და, შესაბამისად, არ შეესაბამება სიმართლეს.პროკურატურის ინფორმაციით, ყველა საჯარო ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში და ფარგლებში არის პასუხგაცემული.

ამავე კატეგორიაში