საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება

18 სექტემბერი 2017, 00:00 3012 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში შეძენილი ავტომობილით საქართველოში საბერძნეთის ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთით ბრუნდებიან.

უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასული თვეების განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ევროპის ქვეყნებში ავტომობილის შეძენისას, ევროკავშირის ტერიტორიიდან მისი გაყვანისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები არ ითხოვენ ე.წ. საექსპორტო დეკლარაციას, რის გამოც საბერძნეთ-თურქეთის სასაზღვრო პუნქტზე უხდებათ ჯარიმის გადახდა. საბერძნეთის კანონმდებლობით, საექსპორტო დეკლარაციის გარეშე, ქვეყნის ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანისთვის დაწესებულია 500 ევროს ოდენობით ჯარიმა.

ამავე კატეგორიაში