პრემიერი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

18 სექტემბერი 2017, 00:00 2656 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი 19 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობას, ერთი წლით, ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები. 18 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუკსა და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერს შეხვდება, ასევე - გაიმართება საქართველოს შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან, უზბეკეთის  და ავღანეთის პრეზიდენტებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას - "გაერო-ს რეფორმები", ასევე, მონაწილეობას მიიღებს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში ინოვაციური დაფინანსების განმტკიცების თემაზე დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრის გახსნით სესიაში.

ამავე კატეგორიაში