აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს

18 სექტემბერი 2017, 00:00 1765 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს. დეპუტატები ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას კენჭს 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე უყრიან.

ირაკლი მექვაბიშვილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში უკვე მოუსმინეს და მას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. რეგლამენტის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანო გენერალურ აუდიტორს ხუთი წლის ვადით 76 ხმით ირჩევს. ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოეწურა.

ამავე კატეგორიაში