ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

18 სექტემბერი 2017, 00:00 3498 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“  ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში აჭარის უმაღლეს საბჭოს, ფინანსთა სამინისტროს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს. ოპოზიციამ დღეს ბრიფინგზე ფოტო  წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უმაღლესი საბჭოს ფბ გვერდზე ხულოში ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენა იყო განთავსებული,  ასევე  ოპოზიციის  მტკიცებით    აგიტაციას ეწევა ოფიციალურ  ფბ გვერდზე  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეც.

უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ  მასალა როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აქტივობა, რამდენიმე წუთით განათავსეს  და  მოგვიანებით ისევ დავით გაბაიძესთან კონსულტაციის შემდეგ მოხსნეს. უმაღლეს საბჭოში ამ ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავენ, რადგან მათი მტკიცებით გვერდის ადმინისტრირებისთვის ბიუჯეტის თანხა არ იხარჯება.  რაც შეეხება ზურაბ პატარაძეს, თავმჯდომარის მრჩეველი ამბობს, რომ  ეს პატარაძის პირადი გვერდია და კანონი მას  პირად  გვერდზე სააგიტაციო მასალის განთავსებას არ უკრძალავს.

ამავე კატეგორიაში