დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

18 სექტემბერი 2017, 00:00 2367 ნახვა

• რა თქმა უნდა ვისაუბრებთ განათლების შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე. სხეფის სკოლის დირექტორის და პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს საქართველოს განათლების მინისტრი. სკოლის მასწავლებელმა, რომელმაც “ქართული ოცნების” დროშებით ხელში, პირველკლასელების ფოტო გამოაქვეყნა, ამბობს, რომ მოსწავლეებმა სიმბოლიკა სკოლაში თავად მიიტანეს. რასაც ერთ-ერთის მშობელი კატეგორიულად უარყოფს. დაწყებულია შიდა მოკვლევა, მოკვლევა დაიწყო შუახევის ოლქმაც, რადგან აღნიშნული პედაგოგი სხეფის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია. თეონა თურმანიძე შეფასებებით მთავარში 9-ზე. 

• წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი – ოპოზიციური პარტია და მესამე სექტორი უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობასაც ითხოვს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს მსგავსად, სააგიტაციო მასალის წარმომადგენლობითმა ორგანომაც გამოაქვეყნა. კიდევ რა ფაქტებზე საუბრობენ “სამართლიან არჩევნებსა” და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში?” რა პასუხი აქვთ მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში? მზია მართალიშვილი მოგვიყვება. 

• რას ნიშნავს თვითმმართველობა? რისი უფლება აქვს მოქალაქეს? რა შედის საკრებულოების ფუნქციებში და რა საკითხების მოგვარება შეუძლია მუნიციპალიტეტის მერს? თეონა ხარაბაძე მოგვიყვება ნახევარ საათში ვის ვირჩევთ 2017 წლის 21 ოქტომბერს.

• საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის პირველ დღე - უკვე აჩვენეს 7 ფილმი, მათ შორის გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და საქართველოდან. თამუნა გაზდელიანს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში ევროპის მოედნიდან, სადაც ცოტა ხანში ღია კინოჩვენება დაიწყება.  

 ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში