“სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკოს მიმართა

18 სექტემბერი 2017, 00:00 2691 ნახვა

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით “სამართლიანი არჩევნების” საჩივრების განხილვისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 30 დღიანი ვადა აქვს.

დამკვირვებელი ორგანიზაცია რეაგირებას ორ ფაქტზე ითხოვს, მათ შორისაა ხულოში, “ქართული ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე, სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების დასწრება, რითაც “სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მოთხოვნა დაირღვა. არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროს დაჯარიმებასაც ითხოვს, შეგახსენებთ, უწყებამ ფეისბუქ გვერდზე ბათუმში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, რაც სამი დღის შემდეგ წაშალა.

ამავე კატეგორიაში