პრემიერის ვიზიტი აშშ-ში

19 სექტემბერი 2017, 00:00 2027 ნახვა

 საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში_ამ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივნმა, ტომას გრემინგერმა ისაუბრეს. შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

კიდევ ერთი შეხვედრა პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართა. ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

ამავე კატეგორიაში