სამშენებლო კომპანია მერიამ გააფრთხილა

15 ივნისი 2016, 00:00 5132 ნახვა

მერიის ზედამხედველობის სამსახურს გულგრილობაში, ქალაქის მერიას კი კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გელა დეკანაძეს მაგალითისთვის ტაბიძის 2 ნომერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოჰყავს , სადაც მისივე თქმით, ქვეითად მოსიარულეთა უფლებები ირღვევა და შეზღუდულია  საზოგადოებრივი  სარგებლობის სივრცე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შესაბამის უწყებას სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებას სთხოვს.  მერიაში  ამბობენ, რომ კომპანიებს  მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაღვევასთან დაკავშირებით სიტყვიერი  გაფრთხილება უკვე მიეცათ. ზედამხედველობის საინჟინრო  სამსახურის ინფორმაციით,  გონივრული ვადის გასვლის შემდეგ  კომპანიები დაჯარიმდებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში