სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგს დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა

20 სექტემბერი 2017, 00:00 3096 ნახვა

სხეფის საჯარო სკოლის პედაგოგს დისციპლინურმა კომისიამ საყვედური გამოუცხადა. კომისია გუშინ დღის მეორე ნახევარში შეიკრიბა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი სკოლის დირექციას  რამდენჯერმე დაუკავშირდა. მათი განცხადებით   კომისია არ შეკრებილა და შესაბამისად არც გადაწყვეტილება მიუღიათ. რამდენიმე წუთის წინ კი შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ მარინე დარჩიძეს საყვედური გამოუცხადეს.

სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ პირველკლასელებთან ერთად ფოტო გადაიღო, ბავშვებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მარინე დარჩიძე ამასთანავე შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია

ამავე კატეგორიაში