სხეფის სკოლის პედაგოგთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების მინისტრი მიიღებს

20 სექტემბერი 2017, 00:00 2969 ნახვა

  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ დღეს სოფელ სხეფის  სკოლის დირექტორისა და პედაგოგის ახსნა-განმარტებას ელოდება. საბოლოო გადაწყვეტილება კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პარალელურად უწყების აუდიტის სამსახურში მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს. ინგა შამილიშვილის თქმით,  სასწავლო დაწესებულების დისციპლინურმა  კომისიამ იმსჯელა და მასწავლებელს დაუდევრობის გამო საყვედური მისცა.   

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის სკოლის მასწავლებელმა მარინა დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.  მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო მალევე წაშალა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში