საბოლოო გადაწყვეტილებას განათლების მინისტრი მიიღებს

20 სექტემბერი 2017, 00:00 1991 ნახვა

სოფელ სხეფის  სკოლის დირექტორისა და პედაგოგისგან ახსნა-განმარტებას ელოდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. ინგა შამილიშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.  

პარალელურად უწყების აუდიტის სამსახურში მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ პირველკლასელებთან ერთად ფოტო გადაიღო, ბავშვებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მარინე დარჩიძე ამასთანავე შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია. 

ამავე კატეგორიაში