''ევროპულმა საქართველომ'' პარტიული სია წარადგინა

20 სექტემბერი 2017, 00:00 3898 ნახვა

“ევროპულმა საქართველომ” ბათუმის 79-ე ოლქში მერობის კანდიდატი და პარტიული სია დაარეგისტრირა.  ბათუმის მერობისთვის პეტრე ზამბახიძე იბრძოლებს. სიის  პირველი ნომერი რაულ თავართქილაძეა. ასევე ხუთეულში მოხვდნენ, ამირან ტაკიძე, ბადრი გორგაძე, ავთანდილ ბარამიძე და შოთა ცაავა.

 „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში აქცენტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე გაკეთდება. ეტრე ზამბახიძის თქმით, ისინი პენსიასა და  სოციალურ დახმარებასაც  გაზრდიან.  

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში