''ქალი და არჩევნები'' - რადიო პროექტი

20 სექტემბერი 2017, 00:00 2642 ნახვა

დღეს ოთხშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ 17 საათსა და 10 წუთზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ეთერში გავა გადაცემა  „ქალი და არჩევნები“.

დღევანდელი გადაცემის  თემებია: რამდენად ეფექტურად იყენებენ პარტიები ქალების ინტელექტუალურ და პროფესიულ რესურსს, არის თუ არა შესაძლებელი შიდაპარტიული მუშაობისას თანასწორობის პრინციპის დაცვა, შეიცვლება თუ არა საკრებულოებში პროცენტული მაჩვენებლები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ასევე  რა პრინციპითა და კრიტერიუმით არჩევენ მაჟორიტარობის კანდიდატებს.

წამყვანის, თამილა დოლიძის  შეკითხვებს ქალი-კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლია მგელაძე უპასუხებენ. 

ამავე კატეგორიაში