დაზიანებული გვირაბი

20 სექტემბერი 2017, 00:00 2587 ნახვა

პასუხი “მთავარს” “აჭარისწყალი ჯორჯიასგან” – “შუახევჰესის” მშენებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. საქმე ეხება ჰესისთვის გაყვანილი გვირაბის ნაწილის ჩამოშლას. კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად საკითხს ექსპერტები სწავლობენ, თუმცა ზუსტ მიზეზს ამ დროისთვის ვერ ასახელებენ. 

მთის ფერდობის  სხალთა-დიდაჭარის მონაკვეთი, სადაც წყლის გამტარი გვირაბი გადის, აგვისტოში ჩამოიშალა. ჰესთან ახლოს, სოფლებში  მცხოვრები მოსახლეობა განსახლებას ითხოვს, საუბრობენ კლიმატურ ცვლილებასა და მოსალოდნელ საფრთხეზე. არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” პასუხისმგებლობას კერძო კომპანიასთან ერთად, სახელმწიფოს აკისრებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში