საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

21 სექტემბერი 2017, 00:00 1645 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი  ყველა იმ გამოწვევაზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ეს არის კონფლიქტები, ტერიტორიული მთლიანობა და ასევე  რუსეთთან ურთიერთობა.  

"ამ ტრიბუნას იყენებს არა მთავრობა ან ოპოზიცია, ამ ტრიბუნას გამოიყენებს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს სახელმწიფო. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სათქმელი პოზიტიურიც, პრობლემებიც.; ამ ყველაფერზე საუბარი წაადგება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“ - განაცხადა საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, თედო ჯაფარიძემ.  

ამავე კატეგორიაში