სხდომები საარჩევნო უბნებზე

21 სექტემბერი 2017, 00:00 3581 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები დღეს იმართება. სწორედ დღეს არის ბოლო ვადა იმისთვის, რომ  ფუნქციები გადანაწილდეს და სხვა პროცედურები გაიმართოს. პირველ სხდომაზე  თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს ირჩევენ. ასევე მათ საარჩევნო დოკუმენტაცია გადაეცემათ. დღესვე საინფომაციო დაფაზე ამომრჩეველთა სიევბი და სხვა საჯარო ინფომრაცია უნდა განათავსონ. 

პროცესს საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები ესწრებიან. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, უბნების უმრავლესობა უკვე გაიხსნა  და რაიმე ხარვეზი და ექსესი არ ყოფილა. რაც შეეხება 98-ე უბანს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით გარკვეული შეფერხება იყო. ოლქის თავმჯოდმარე ციალა შავაძე კი განმარტავს, რომ  ინციდენტი არ ყოფილა და მხოლოდ ტექნიკური დეტალები იყო დასაზუსტებელი. 
18 საათამდე პარტიებმა, საარჩევნო ბლოკებმა და საინიციტივო ჯგუფებმა შესაბამის ოქებში საარჩევნო სიები უნდა შეიტანონ. ამ დროისთვის, ბათუმის 79-ეს საოლქო კომისიაში საჭირო დოკუმენტაცია მხოლოდ 4 პარტიას აქვს წარდგენილი.

 

ამავე კატეგორიაში