''ქართული ოცნების'' საარჩევნო სია

21 სექტემბერი 2017, 00:00 4632 ნახვა

 „ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს პროპორციული სიის ათეული ცნობილია. პარტიამ საჭირო დოკუმენტაცია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა.

სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძეა, რომელიც 2012 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სიაში ასევე მოქმედი საკრებულოს ორი წევრია - საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე და მისი მოადგილე ირაკლი მიქელაძე.

სიაშია დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც „ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის“ კვოტით ბათუმის საკრებულოს დეპუტატი იყო. რამდენიმე თვის წინ კი მან მანდატზე უარი თქვა და პარტია დატოვა.

ხუთეულშია 26 წლის ბესარიონ გოგოტიშვილი. ის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

ათეულში ორი ქალია. ექიმი - ნერიმან ცინცაძე და ნატალია ძიძიგური.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება. სულიკო თებიძე, ირაკლი მიქელაძე, ნერიმან ცინცაძე, ლაშა სირაბიძე, ბესარიონ გოგოტიშვილი, დიმიტრი ჭეიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური, თამაზ დევაძე და ჯუმბერ კობალაძე.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
 

ამავე კატეგორიაში