„ქართული ოცნების“ სიის ათეული ხელვაჩაურში

21 სექტემბერი 2017, 00:00 7191 ნახვა

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურის საკრებულოში ნადიმ ვარშანიძეა. მოქმედი გამგებელის გარდა ხუთეულშია მისი მოადგილე ზვიად ხალვაში.

ქართული ოცნების სიის ათეულში საკრებულოს ორი მოქმედი დეპუტატია - იოსებ ბოლქვაძე და ვახტანგ ლორთქიფანიძე.  სამეულშია ჟურნალისტი გურანდა დოლიძე, რომელიც  წლების განმავლობაში აჭარის რადიოს წამყვანი იყო.  სიაში კიდევ ორი ქალია, მაგდანა მალაყმაძე, რომელიც გამგებლის თანაშემწეა გენდერის საკითხებში და ხათუნა დიასამიძე.

მეხუთე ნომერია სულხან დუმბაძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელია.

„ქართული ოცნების“  სიის ათეული კი ასე გამოიყურება:

ნადიმ ვარშანიძე,  იოსებ ბოლქვაძე,  გურანდა დოლიძე, ზვიად ხალვაში, სულხან დუმბაძე, ვახტანგ ლორთქიფანიძე, თეიმურაზ შამილაძე, მალხაზ ბალაძე, ხათუნა დიასამიძე, მაგდანა მალაყმაძე.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში