ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის ათეული ხელვაჩაურში

21 სექტემბერი 2017, 00:00 2340 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის ათეული ხელვაჩაურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ხელვაჩაურში თეიმურაზ დუმბაძეა. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, 2014 წლიდან კი საკრებულოს წევრია. სიაში არის საკრებულოს კიდევ ორი მოქმედი დეპუტატი - ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ მიშა ბოლქვაძე და ქენან კახიძე.

სიაში სამი ქალია. მეორე ნომერია პედაგოგი შორენა ცინცაძე. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის საკრებულოს სიის ხუთეული ასე გამოიყურება: თეიმურაზ დუმბაძე, შორენა ცინცაძე, მიშა ბოლქვაძე, ქენან კახიძე, მერაბ ვარშალომიძე, დონარი ლეონიძე, ედნარ რიჟვაძე, რუსუდან კარანაძე, მერაბ ბოლქვაძე და ზურაბ სეიდიშვილი.

ამავე კატეგორიაში