ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს

22 სექტემბერი 2017, 00:00 4262 ნახვა

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება გავრცელდა, რომელშიც წერია, რომ სიმართლის დასადგენად, თვითმმართველობის წარმომადგენლები მიმდინარე გამოძიებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ.

„მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოების მიერ  დაკავებული იქნა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.  საქმეზე დაწყებულია გამოძიება.ბათუმის მერია თანამშრომლობს  და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.  

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები, როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს“ - წერია განცხადებაში, რომელიც ბათუმის მერიამ გაავრცელა.

ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა.

http://ajaratv.ge/news/ge/20431/batumis-meriis-tanamshromeli.html.html

   

ამავე კატეგორიაში