ღოღობერიძე - ჩხვირკიას სასამართლო პროცესი

22 სექტემბერი 2017, 00:00 4161 ნახვა

6 საათიანი განხილვის შემდეგ  ბათუმის საქალაქო სასამართლოში  წლის გახმაურებული, ბათუმის მოვლენების საქმის განხილვა  რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაიკითხნენ, აქციების დროს დაზარალებული უწყების წარმომადგენლები. მოწმემ, რომელიც თვითმმართველობას წარმოადგენდა განაცხადა, რომ  ინფრასტრუქტურის დაზიანებით მიყენებულმა ზარალმა 132 ათას 700 ლარი შეადგინა. 

11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ უარი თქვა სახაზინო ადვოკატზე, ამიტომ მის უფლებებს ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატი დაიცავს. ბადრი ბერიძემ დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებული მასალების შესწავლის მიზნით დამატებითი დრო მოითხოვა, რაზეც მოსამართლემ უარი უთხრა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში