საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა მომავალ კვირას იგეგმება

23 სექტემბერი 2017, 00:00 1952 ნახვა

“საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს მომავალში წარადგენენ  ინიციატივას, რომლის თანახმადაც,  გაუქმდება ე.წ. ბონუს სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება საარჩევნო ბლოკები სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში. კონკრეტული თარიღი,  როდის გეგმავს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო  ცვლილებების მიღებას, უცნობია. ვენეციის კომისიის წინასწარი  დასკვნა პარლამენტის  თავმჯდომარისთვის პოზიტიურია.

ამავე კატეგორიაში