ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

23 სექტემბერი 2017, 00:00 2343 ნახვა

ვენეციის კომისიის შეფასებით, რჯულის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შეზღუდვების კანონიერი მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-9-ე მუხლის მეორე ნაწილს, ხოლო “პოლიტიკური პარტიების ტერიტორიული პრინციპით შექმნის” აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) უნდა გაუქმდეს.

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ნაწილს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს.

ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მონაწილეობის გარეშე დანიშვნა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთ უზრუნველყოფს ამ მოსამართლეების დამოუკიდებლობას

ამავე კატეგორიაში