ადიდებული მდინარე

24 სექტემბერი 2017, 00:00 2202 ნახვა

გადაუღებელი წვიმის გამო მდინარე ადიდდა ქედის რაიონის სოფელ გუნდაურში, წყალმა ორი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოები და ბოსტნები დატბორა.

სტიქია გამთენიისას დაიწყო, როგორც ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე აცხადებს სტიქია მასშტაბური არ არის ადგილზე უკვე  გაგზავნილია მძიმე ტექნიკა, ქედაში ამ დროისთვის აღარ წვიმს.

ამავე კატეგორიაში