დაჯარიმებული კომპანია

24 სექტემბერი 2017, 00:00 2169 ნახვა

ქედაში ზედამხედველობის სამსახური  შპს „ზადუ"ს დააჯარიმებს. მიზეზი აღმაშენებლის ქუჩის ინფრასტრუქტურული სამუშაოებია, რომელიც ორი კვირით ადრე უნდა დასრულებულიყო.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ სამუშაოს შეფერხების მიზეზი ტექნიკის მწყობიდან გამოსვლა გახდა და კომპანია ამისთვის ჯარიმას გადაიხდის.  

ქუჩის გაფართოება ქედის გამგეობამ  შექმნილი საავარიო მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. სამუშაოების მიმდინარეობისას აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტილი იყო და მძღოლები ალტერნატიული გზით სარგებლობენ.  სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში