ბიაფი სრულდება

24 სექტემბერი 2017, 00:00 1655 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დღეს სრულდება. ერთი კვირის განმავლობაში ბათუმელ მაყურებელს ფესტივალის ფარგლებში სამი ჟანრის ფილმის ნახვის საშუალება მიეცათ. დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმების კატეგორიებში გამარჯვებული ფილმები და გამარჯვებული როლის მსახიობები  ნომინაციებით დღეს დასახელდება.

ფესტივალზე ფილმების უმრავლესობა საქართველოში პირველად იყო ნაჩვენები. კინოფესტივალზე მონაწილეობა როგორც ქართველმა ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა რეჟისორებმაც მიიღეს.

ფილმებს სპეციალურად შექმნილი ჟიური ადევნებდა თვალს. კინოფესტივალი რვა დღის განმავლობაში გაგრძელდა 30 ქვეყნიდან 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იყო  წარმოდგენილი. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”.

ამავე კატეგორიაში