ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო

24 სექტემბერი 2017, 00:00 3012 ნახვა

 ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო. დაახლოებით 40 წლის ქალის ცხედარი, მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სანაპიროზე წითელი ალმები იყო აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია.

ჩვენი ინფორმაციით, ქალი საღამოს საათებში ზღვაში სწორედ შტორმული მდგომარეობის დროს, მეუღლესთან ერთად შევიდა. მაშველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში