საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა იწყება

25 სექტემბერი 2017, 00:00 2880 ნახვა

საქართველოს კონსტიტუციის პროექტს დეპუტატები მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ. კანონმდებლები ასევე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე იმსჯელებენ. საქართველოს პარალმენტში 18 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 26 სექტემბერს რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს გუშინ მიმართა. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილმა სხდომის ჩანიშვნაზე უარი თქვა,  საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია 48 საათში განმავლობაში მაინც შეიკრიბოს.  

კონსტიტუციის პროექტში მხოლოდ სარედაქციო ტიპის ცვლილებები შევა. პარლამენტის თავმჯდომარემ სრულიად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება დააანონსა, რომლითაც ე.წ. ბონუსის სისტემა გაუქმდება და ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 3%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ბლოკების შექმნის შესაძლებლობა შენარჩუნდება.

კიდევ ერთი სიახლე, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბებაა, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

ამავე კატეგორიაში