პრემიერის გამოსვლა “ფრიდრიხ ებერტის” ფონდში

16 ივნისი 2016, 00:00 3790 ნახვა

ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა და  რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმა - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა   „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში  საჯარო გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და   ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა “ფრიდრიხ ებერტის” ფონდს მოწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გერმანია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე  საიმედო მხარდამჭერი იქნება.

ამავე კატეგორიაში