ითვალისწინებს თუ არა საკრებულოს წევრების ინიციატივებს მერია?

25 სექტემბერი 2017, 00:00 2515 ნახვა

 ახალი მოწვევის დეპუტატების შეკრებამდე, განვლილ 3 წელს აფასებენ ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრები. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილება დაბალია, რის გამოც ფაქტობრივად ვერ ახერხებდნენ მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებას.

მმართველი გუნდის წევრებიც გამოთქვამენ სურვილს უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით.თეონა ხარაბაძე ესაუბრა დეპუტატებს, რომლებსაც ვადა, დაახლოებით თვენახევარში შეუწყდებათ. დავინტერესდით საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციითაც, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ლაშა სირაბიძე ქალაქში არ იმყოფება და კომენტარს ვერ გააკეთებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში