ნაციონალურმა მოძრაობამ მაღალმთიანეთში მერობის კანდიდატები  წარადგინა 

26 სექტემბერი 2017, 00:00 3419 ნახვა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მაღალმთიანეთში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა. ხულოში პარტიის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, შუახევში ომარ მეგრელიძე, ქედაში კი ირაკლი ბარამიძეა. კანდიდატები ადგილობრივებს პარტიის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან ერთად წარუდგინა და მათი საარჩევნო პროგრამა გააცნო. 

ამავე კატეგორიაში