117 მომხრე, 2 წინააღმდეგი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დამტკიცებულია

26 სექტემბერი 2017, 00:00 3492 ნახვა

117 ხმით ორის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციის პროექტი დამტკიცდა. პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები მიიღო.   საქართველოს პარლამენტის წევრებმა ასევე 114 ხმით 3 წინაღმდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კონსტიტუციური კანონიც მიიღეს.

საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში. ქვეყნის მთავარი იურიდიული დოკუმენტის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვენყნებამდე,  პარლამენტი კონსტიტუციურ პროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს, მას საკანონმდებლო ორგანოსთვის მოტივირებული შენიშვნების წარდგენა და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს. 

განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის. ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და ამომრჩეველი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს. 

78 მუხლისგან შემდგარი საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოიცავს  როგორც ადამიანის უფლებების დაცვის თავებს, ასევე სახელისუფლო შტოებს შორის ძალთა ბალანსს განსაზღვრავს. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში