აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა

26 სექტემბერი 2017, 00:00 2928 ნახვა

  №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.  მიზეზი თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიმართა, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა. შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. შემდგომი რეაგირებისთვის დოკუმენტი სასამართლოს გადაეგზავნა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. უწყების წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ამავე კატეგორიაში