2023 წლიდან პრეზიდენტს არა 3 მილიონ ნახევარი ამომრჩევლი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს

26 სექტემბერი 2017, 00:00 3227 ნახვა

ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე გაცხადებული პოზიცია, რომ კონსტიტუცია გადაიხედებოდა “ქართულმა ოცნებამ” ერთი წლის თავზე აღასრულა – საკონსტიტუციო უმრვალესობის მქონე მმართველმა პარტიამ ქვეყნის უზენაესი კანონი შეცვალა. 2023 წლიდან პრეზიდენტს არა 3 მილიონ ნახევარი ამომრჩევლი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს. 2024 წლიდან კი პარალმენტში ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ცვლილებები უმრავლესობამ 117 ხმით დაამტკიცა.

კენჭისყრაში უმცირესობას მონაწილეობა არ მიუღია. რამდენიმეწუთიანი ინტერვალით, სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვეს “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ “გაქცევა” უწოდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი პირიქით, აცხადებს, რომ სწორედ ერთი პარტიის მიერ იყო მიღებული აქამდე მოქმედი რედაქცია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში