გიორგი კვირიკაშვილი დღეს ანგელა მერკელს შეხვდება

27 სექტემბერი 2017, 00:00 1902 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს  გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. აუდიენცია სამთავრობო რეზიდენციაში თბილისის დროით  12 საათსა და 30 წუთზე შედგება. საქართველოს პრემიერი პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეხვდება.
შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.
ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

ამავე კატეგორიაში