მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველო 67-ე ადგილზეა

27 სექტემბერი 2017, 00:00 3070 ნახვა

 მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია შარშანდელთან შედარებით 8 პოზიციით გაუარესდა. საქართველომ 137 ქვეყნიდან 67-ე  ადგილი დაიკავა.

ბიზნესის კეთებისთვის საქართველოში ყველაზე პრობლემატური ფაქტორია არაადეკვატურად განათლებული სამუშაო ძალა, ასევე ფინანსებისადმი წვდომა და ინფლაცია - წერია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხელშემწყობ ფაქტორებად კრიმინალის დაბალი დონე და შემზღუდავი შრომითი რეგულაციები დასახელდა.

ექსპერტები  რეიტინგის შედგენისას  მაკროეკონომიკური გარემოს, ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას და განათლებას, შრომის ბაზრის ეფექტიანობას, ფინანსური ბაზრის განვითარებას ითვალისწინებენ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში პირველ ადგილს ტრადიციულად შვეიცარია იკავებს, მას მოჰყვებიან ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ნიდერლანდები და გერმანია.

ამავე კატეგორიაში