გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

27 სექტემბერი 2017, 00:00 1721 ნახვა

ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა დასრულდა. მხარეებს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ესწრებოდნენ.  

ამავე კატეგორიაში