კონსულტაციები პრეზიდენტსა და პარტიებს შორის

28 სექტემბერი 2017, 00:00 2549 ნახვა

 გამოიყენებს თუ არა  ვეტოს უფლებას პრეზიდენტი  ახლად დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ეს ჯერ უცნობია. დღეს გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პარტიებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

შეხვედრა დღესაა ჩანიშნული. პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა, რომ ვეტო მან მხოლოდ ორ ე.წ. ბონუსებისა და საარჩევნო ბლოკების  საკითხებზე გამოიყენოს. პრეზიდენტმა კონსულტაციებში მონაწილეობა როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს შესთავაზა. ოპოზიცია პრეზიდენტის ამ ინიციატივას თანხმდება, მმართველი გუნდი კი გიორგი მარგველაშვილს მათთან ცალკე შეხვედრას სთხოვს. შეთანხმდებიან თუ არა მხარეები შეხვედრსი ფორმატზე ეს ცოტა ხანში გაირკვევა. 

ამავე კატეგორიაში