შეფასებები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

28 სექტემბერი 2017, 00:00 2259 ნახვა

ერთი კვირა რჩება საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას და დაუბრუნებს თუ არა ქვეყნის უზენაესი კანონის პროექტს პარლამენტს. საქართველოს კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღებული ვერსიის დაწუნებას ამჯერად გიორგი მარგველაშვილს პროექტის მთავარი ავტორი - ირაკლი კობახიძე სთავაზობს, შეთავაზების მიუხედავად უმრავლესობამ სასახლეში მიპატიჟება არ მიიღო, “ქართული ოცნება” პირისპირ შეხვედრას ითხოვს, რასაც ადმინისტრაცია დათანხმდა.

სადავოდ რჩება პრეზიდენტის არჩევის წესი, საარჩევნო სისტემა, ბონუსების გაუქმების და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნების საკითხი. პრეზიდენტს დღეს საპარლამენტო და არსაპარლამენტო ოპოზიციის წევრები შეხვდნენ

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში