ხმაურიანი  გადაწყვეტილებები 

30 სექტემბერი 2017, 00:00 2113 ნახვა

ოპოზიციის მხრიდან პროტესტის ფონზე ჩაიარა ბათუმის საკრებულოს სხდომამ. სხოდმის გადაწყვეტილებით ბოტანიკურ ბაღთან არსებული საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია 1300 კვადრატული მეტრი და 6500 კვადრატული მეტრი პლაჟი, აჭარის მთავრობას გადაეცემა როგორც ცნობილია აჭარის მთავრობა კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“  აღნიშნულ მიწის ნაკვეთს პირდაპირი მიყიდვის წესით,   ხოლო სანაპირო ზოლის ნაწილს კი 49 წლიანი იჯარით გადასცემს.

ოპოზიციის განცხადებით, მოქალაქეებისთვის ბოტანიკურ ბაღთან არსებული პლაჟი ჩაიკეტება. უმრავლესობის წევრები განმარტებით კი სანაპირო ზოლის ჩაკეტვა არ იგეგმება. პირიქით, განხორციელდება საბაგიროს რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

ამავე კატეგორიაში